|
2016-09-21 13:03:11, 718 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ ვინმე არ შეურთდება მემორანდუმს, ეს იქნება პოზიციის დაფიქსირება, თუ ვის რა ზრახვები აქვს
„თუ ვინმე არ შეურთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება თავისთავად პოზიციის დაფიქსირება და მკაფიო ნიშანი იმისა, თუ ვის რა ზრახვები აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე საარჩევნო სუბიექტი მემორანდუმს შეუერთდება. „ჩვენ დღესვე დავუგზავნით მემორანდუმის ტექსტს საარჩევნო სუბიექტებს, იმისათვის რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი შეუერთდება ჩვენს მემორანდუმს. კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა სუბიექტებთან. სუბიექტებს არ დავაკონკრეტებ. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დახვეწილი პროექტი შეგვეთავაზებინა საარჩევენო სუბიექტებისთვის, პარტიორებისთვის და კოლეგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კონსულტაციები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები, არ დავუშვათ ინციდენტები, პროვოკაციები და ძალადობა საარჩევნო პროცესში“,-განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე ექნება თუ არა ძალა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს, კობახიძემ აღნიშნა, რომ მას პირდაპირ იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. „ ბუნებრივია, პირდაპირ იურიდიული ძალა მემორანდუმს არ აქვს, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა. საარჩვენო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მემორანდუმის შეერთებაზე, მისი ხელმოწერის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვუზრუნველყოფთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ჩვენი მხრიდან არ იმართება კონტრაქციები, განსხვავებით საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. ჩვენი მოწოდებაა, რომ არცერთმა საარჩევნო სუბიექტმა არ დაუშვას კონტრაქციების მოწყობა“,-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა. „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - აღნიშნულია მემორანდუმში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)