20:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 12:41:26, 1028 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის შეფასებით, ცუდია, რომ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმება ხდება საჭირო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური პარტია ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს მოაწერს.

თუმცა, როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტის საჭიროება დადგა, ცუდია.

ივანიშვილის განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რადგან, მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლებაა ვალდებული, დაპირისპირებები არ მოხდეს.

„მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ მოხდეს ამის საჭიროება. ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, რომ მათივე აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად, დაპირისპირება. ერთი პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. როცა პოლიტიკაში მოვედი, საშუალება არ გვქონდა მოსახლეობას შევხვედროდით. მათ ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტიკრივში გადადიოდა, ქვების სროლაც იყო, ამიტომ ძალიან რთული იყო მოსახლეობასთან გასაუბრება. ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის. ცალკეული პროვოკაციები არის სხვადასხვა პარტიებიდან, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ეს ინიციატივა შემთხვევითი არაა, ეს პრევენციის ერთ-ერთი გზაა, რადგან ხელისუფლება ვალდებულია ასეთი დაპირისპირება არ მოხდეს“,  - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics