09:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 11:06:52, 712 ნახვა

პოლიტიკა
ილია წულაია: არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ, ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზაჰესის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილები. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

 ,,ჩემი ამოცანაა, რომ ბატონი დავითი უშუალოდ გაეცნოს ზაჰესში არსებულ პრობლემებს. ის არის პასუხისმგებელი ქალაქის მოწესრიგებაზე . მე ვიქნები თქვენი შუამავალი თბილისის მერიასთან და არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას მანამ, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს რაც იქნება ზაჰესის მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩემს ამომრჩევლებისთვის მისაღები.“- განაცხადა ილია წულაიამ.

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება.

 "მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რომ თქვენი პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ყველა ის პროექტი რომლის ამოქმედების შემდეგაც, დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას",-განაცხადა წულაიამ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics