20:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 10:35:21, 676 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მიხეილ საჯელიძის შეხვედრა  გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან რიჩარდ სტენგელთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომ მრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics