20:04 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 14:53:12, 714 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და ღების მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და ღების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია „მთის კანონით“ მონიჭებული შეღავათები, ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა და კარგი განათლება, მიგრაციის პროცესი უნდა შეჩრდეს. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს უწერა-შოვისა და საგლოლო-ღების მიმართულებით გზის ასფალტირებას, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარია, ხოლო სოფელ ჭიორაში, მდინარე შხიროლზე აიგო ახალი ხიდი რომელიიც 700 000 ლარი დაჯდა.

 “ინვესტიცია და პროგრესი ჩნდება იქ, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა. აქ დაფინანსდება და გაფართოვდება მრავალი საწარმო, გლეხს ექნება შემოსავალი. ჩვენ ერთარ შევძლებთ ამ ყველაფრის რეალობად გადაქცევას. მე ვიქნები თქვენი ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდები ონის მოსახლეობას - ახალგაზრდებს, მოხუცებს და შუახნის ხალხს. ყველაგან დიდი მოლოდინით და იმედიანად მხვდებიან“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics