19:55 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 18:58:13, 1091 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფლის ამომრჩვლებს შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფლის ამომრჩევლებს  შეხვდა.

გოჩა ენუქიძე სოფლებში - სლაგვანთა, ბორცო, საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლები, ნაკიეთი, ფარავნეში, ნიგავზები, უწერა, გაღმა უწერა, გომი, ჯინჭვისი იმყოფებოდაა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, მზად არის, სოფლის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

“ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. მიმიღეთ თქვენს გულშემატკივრად. ვიცი, რომ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. ყველა დაწყებული საქმე აუცილებლად დასრულდება. ჩემი შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა თქვენგანისთვის ღიაა. მე მაჟორიტარობის დიდი პასუხიმგებლობის აღებით კიდევ უფრო მეტად შევძლებ თქვენს დახმარებას. ჩვენ არჩევნების პირველივე ტურში უნდა ვაჩვენოთ ღირსეული გამარჯვება, დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა. დღეს ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. 

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics