|
2016-09-19 18:48:29, 796 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაძე: მოვუწოდებ ჟვანიას გააკეთოს განცხადება ვინ ურეკავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ ორგანოებს
„თოფაძე, მრეწველები-ჩვენი სამშობლო“ ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდებს განცხადება გააკეთოს, თუ ვისი ზეწოლით მოხსნა მათი პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან. როგორც დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ჟვანია არაფერს იტყვის, პარტიის წევრები სამართალდამცავებს მიმართავენ. „მოვუწოდებ თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ამ პერიოდის განმავლობაში, საღამოს 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ვისთან ჰქონდა თამარ ჟვანიას სატელეფონო კავშირი, ვინ სტუმრობდა ან ვის სტუმრობდა და ვისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება... 20:00 საათზე პრესსპიკერმა და თამარ ჟვანიამ სხვადასხვა არხის საშუალებით საზოგადოებას ამცნეს, რომ 29 პარტიიდან 28-მ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია. ერთმა, ანუ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არ წარადგინა დოკუმენტაცია, ანუ იმ 28 პარტიაში ჩვენც ვიგულისხმებოდით. დილით, 8:00 საათზე კი სატელევიზიო ეთერით გვამცნო მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ ჩაგვიბარებია სია და ეს არის საფუძველი, რომ ის გამოსცემს განკარგულებას. მას შევხვდი და სიტუაციის გარკვევის დროს დავუსვი შეკითხვა, რატომ გააკეთა ეს განცხადება, რადგან განცხადების გაკეთება არ უნდა უსწრებდეს წინ ქმედებას. ჯერ ქმედება უნდა განეხორციელებინა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა მოვეხსენით, გამოეცა განკარგულება და ამის შემდეგ ეუწყებინა საზოგადოებისთვის. მან მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ მე გეტყვით უარს და თქვენ სასამართლოში წახვალთ და სასამართლოთი აღიდგენთ თავსო“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. მისივე თქმით, თამარ ჟვანიამ კითხვაზე, თუ ვინ დაურეკა, ახსენა NDI, IRI, ეუთო, ხოლო შემდეგ გადათქვა თავისი სიტყვები.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)