|
2016-09-19 14:10:45, 768 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ფინანსთა სამინისტროში რომ დღეს კორუფცია არ არის, ხადურიც დასაფასებელია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნოდარ ხადური ყველაზე არაპოპულარულ მინისტრად ითვლება, თუმცა, თავად ფიქრობს, რომ ის ფინანსთა სამინისტროს კარგი ხელმძღვანელია. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატალევიზო გადაცემაში განაცხადა, ფინანსთა სამინისტროში, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდისგან განსხვავებით, დღეს კორუფცია არ არის: "უამრავი პატივსაცემი წევრები არიან გუნდში, არ არის მხოლოდ კვირიკაშვილი. რაც ვიცი, ყველაზე არაპოპულარი მინისტრებიდან, ხადურია. რას სთხოვენ ხადურს, ხადური არის კარგი ფინანსთა მინისტრი, საჭმელს უთვლიდნენ ბოლო ბოლოს იქ ჩავიდნენ, შეიძლებოდა იქ კრიტიკა, ამ დონემდე დავიდნენ, მაგრამ ფინანსთა სამინისტროში რომ კორუფცია არ არის და რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს რომ ნახავთ, დღეს ხადურიც დასაფასებელია, თუმცა ყველაზე არაპოპულარულია, როგორც მე ვიცი რეიტინგებით. სხვა მინისტრები ჩამოთვალეთ, რამდენი წარმატებული მინისტრი გვყავს. ემორჩილებიან კანონს.შეიძლება მენეჯმენტში გვქონდეს პრობლემები ცალკეულ გუნდის წევრებზე, უნდა ვისურვოთ უკეთესი მენეჯმენტი. უფრო ეფექტური იყოს ხელისუფლება. ევროპის ქვეყნებიდან 28-დან 18-ს უსწრებს ეფექტურობით და უუნაროს უწოდებენ ხელისუფლებას",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)