|
2016-09-19 13:25:17, 564 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდიერი: დაპირებები, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრება დაცული იქნებოდა, სიცრუე აღმოჩნდა
პაატა ბურჭულაძის მოწმის სახით დაბარება იყო გამოკითხვა გამოკითხვისთვის და არა რეალური გამოძიება, - ამის შესახებ მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა, დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოკის ლიდერის დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯანდიერმა აღნიშნა, დაკითხვა საქმის ეფექტიან გამოძიებას არ ემსახურებოდა. „14 სექტემბერს გავხდით მწარე რეალობის მომსწრე. მრავალგზის დაპირებები იმის შესახებ, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრება იქნებოდა დაცული, რომ უკანონო საუბრებს არ მოვისმენდით, აღმოჩნდა სიცრუე. 14 სექტემბერს გამოქვეყნდა უკანონო ჩანაწერი პაატა ბურჭულაძესა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის და ყველაზე ტრაგიკული ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მმართველები აქცენტს აკეთებდნენ არა უკანონობაზე, არამედ საუბრის შინაარსზე. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში მოწმის სახით დაიბარეს პაატა ბურჭულაძე. ეს იყო ფორმალობა და არ ემსახურებოდა საქმის ეფექტიან გამოძიებას. გამოძიებას არ დაუსვამს არც ერთი შეკითხვა, რაზეც თავად არ შეიძლებოდა ჰქონოდა პასუხი. მან დასვა მხოლოდ ის შეკითხვები, რომლის შესახებაც პაატა ბურჭულაძეს სატელევიზიო ეთერში ჰქონდა საუბარი“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა. ამასთან, მისივე განცხადებით, ამ საქმის უკან სუს-ი დგას. „ეს იყო გამოკითხვა გამოკითხვისთვის და არა რეალური გამოძიება. რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ, ევროკონვენციის მერვე მუხლთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემასთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურად და შეუსაბამოდ იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ცვლილები, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, რომლებიც გაგრძელებაა იმ მოსამენების, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი. რაც იძლევა ტექნიკურ შესაძლებლობას უსაფრთხოების სამსახურისთვის ე.წ. ოტო დეპარტამენტისთვის მოსამართლის სანქციის გარეშე მიაყურადოს ერთდორულად ათასობით აბონენტს. ჩვენ ვერ ვიქნებით უსაფრთხოების სამსახურის კეთილსინდისიერების იმედად, რომ ისინი მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით მოახდენენ მიყურადებას იმ პირობებში, როდესაც მათ აქვთ ტექნიკურად იმის განხორციელების შესაძლებობა, რომ უსმენდნენ ათასობით აბონენტს და ხელისუფლებას არ აქვს სურვილი შეცვალოს ეს მანკიერი პრაქტიკა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა. შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს ბლოკი "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე და "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე მოწმის სახით დაიბარეს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)