19:17 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:05:29, 756 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" შტაბში პროვოკაციას გეგმავდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი  ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

როგორც კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ გამთენიისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შატბში პროვოკაციების მოწყობა სცადა.

„ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი აქტივისტი შევიდა, აქედან ორი აქტივისტი სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრი იყო, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი, ორ მათგანს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივეს ჰქონდათ ჩადებული ქამარში პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის მოქმედების სტილს. ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა, აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი აღარ აქვთ”, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვითარებაში ადგილზე გაერკვნენ და პირთა იდენტიფიცირება მოხდა.

„მათ შორის იდენტიფიცირებულია მათი პარტიული კუთვნილება. ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია 2016 წელს. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics