02:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 22:51:30, 722 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილმა მთავრობას სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. 

ინიცირებულია სულ 19 კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება და სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;  იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე  მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმი; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ და სხვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება, ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობისას სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან; იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურასთან. ამასთან,  საკანონმდებლო პაკეტის პირველადი ვარიანტი სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იყო წარდგენილი, სადაც საბჭოს წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics