02:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 18:24:57, 548 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახიშვილი: წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ „საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ

„ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და „ძალიან ბევრ საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ”,-ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ მმართველი გუნდის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისინი რუსეთის უშიშროების სამსახურთან თამაშრომლობენ.

მისივე აზრით, ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელება,  „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსებში შედის:

„ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და „ძალიან ბევრ საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ. ნახევარი საბჭოთაკავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც კი არ მქონია საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს?! კითხვა. მმართველი გუნდი საუბრობს, რომ ეს ნიკა გვარამიას(ნაციოანურლი მოძრაობის და ბურჭულაძის ინტერესებს ემსახურება „სრულიად განსხვავებული განცხადებებია, როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს მათ ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ეს ფაქტია, შეიძლება თქვენ რაღაც ცუდი, ან კარგი თქვათ ჩემზე  და ეს ცუდიც და კარგიც შეიძლება განსხვავებულად იყოს ჩემს ინტერესებში. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში“,-განაცადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics