|
2016-09-16 17:51:03, 639 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სერგიეთის, ინჩხურის, გაჭედილისა და ბალდის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ თანაბრად პრიორიტეტული იქნება ყველა სფერო, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა გაზიფიცირებას, წყლის არხების გაყვანას, გზების კეთილმოწყობას, ასევე, ჩაის კულტურას, რომელსაც სამეგრელოში წლების წინ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა. ოთარ დანელიამ სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველი ეტაპი შენობა-ნაგებობის გადახურვას ითვალისწინებდა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 186 000 ლარით დააფინანსა. სამუშაოები ამჟამად დასრულებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი პროექტი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა სრულად დააფინანსა. 2016 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო სკოლის შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულია 804 000 ლარიანი ტენდერი, რომელიც 2016 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება. 2017 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს, ააშენოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ასევე აქტიურად განიხილება,რომ ამ ბაზამ რეგიონული ცენტრის ფუნქცია იტვირთოს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)