|
2016-09-14 14:20:12, 690 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი ბურჭულაძისა და გვარამიას საუბრის ჩანაწერზე: სესიაშვილს აქვს ყურები დაგრძელებული, აბა ვის აინტერესებს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება, პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში დღეს უკანონო მოსმენები ხორციელდება. როგორც მაჭავარიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ფარული ჩანაწერების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებშია და საუბარი იმის შესახებ, რომ სხვაგან შეიძლება იყოს გაკეთებული, აბსურდულია: "აღნიშნული ფაქტი პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში უკანონო მოსმენები დღეს ხორციელდება. ეს ასევე დადასტურებაა იმისა, რომ "ოცნება" აგებს არჩევნებს და ათას სისულელეზე მიდის. დანაშაულზე მიდიან. არავინ არ დაიჯერებს, რომ რაღაცა, სადღაც, როგორღაც... პირდაპირი დადასტურებაა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უსმენენ. გახსოვთ, თავის დროზე "რუსთავი2"-დან მოსასმენი აპარატურა ამოიღეს და არავინ დაისაჯა. პირდაპირი დადასტურებაა, როცა ნიკა გვარამია ამბობდა, რომ მას აშანტაჟებდნენ და პირდაპირი დადასტურებაა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უსმენენ. ეს არის სუსი-ს გაკეთებული. ნურავინ დააბრალებს ნურავის. ამიტომ არ უნდოდათ მოსმენების კანონის იმ ვარიანტის გატანა, რომელსაც ჩვენ ვუჭერდით მხარს, როდესაც შეუძლებელი იქნებოდა სასამართლოს გარეშე მოსმენა. ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება, ამაზე საკმაოდ დავზიანდით თავის დროზე, როცა ასეთი ჩანაწერები.... მაგრამ არა ასე, რაღაც სააგენტოზე ატვირთული, იქ პირდაპირ იყო წყარო დასახელებული, საიდან იყო მოპოვებული, მაშინ ეს იყო ყველაფერი, ასე ვთქვათ, კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ძალიან დავზარალდით. არავინ მითხრას, რომ ვინმეს ან აშშ-ში, ან მოსკოვში, ან ტაჯიკეთში აინტერესებს პაატა ბურჭულაძე და ნიკა გვარამია რას ლაპარაკობენ. თუ საქართველოში არ აინტერესებთ, აბა ვის აინტერესებს, ვის?! სესიაშვილს აქვს ყურები დაგრძელებული, აბა ვის აინტერესებს. ვის აინტერესებს ეს ჩანაწერები ამათ გარდა?! ქურდს ქუდი ეწვისო, ეგრე მოუვიდა სესიაშვილს. ადამიანებს ეჭვი ეპარებდათ, რომ ეს ხელისუფლება ამითი არ იქნებოდა დაკავებული, უფრო უბინძურესი მეთოდებითაა დაკავებული. როგორც ჩანს, კიდევ რაღაც ჩანაწერები აქვთ და აპირებენ ამის გამოქვეყნებას. ამიტომ არის, ჩუგოშვილმა რომ დაიწყო ეს ისტერიული კამპანია რაღაცებზე, რომ ვიღაცა რაღაცას გეგმავს. არჩევნებში მოგებას ვგეგმავთ ჩვენ. 4 წელი ველოდით ამ დღეს",-განაცადა მიხეილ მაჭავარიანმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, რომ ამგვარი ფარული ჩანაწერების გაკეთება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინტერესებში არ შედიას. სესიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ჩანაწერი უცხოეთში იყოს გაკეთებული.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)