20:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 16:16:02, 794 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძემ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრის ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცეზარ ჩოჩელი 37-ე ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად 2016 წლის 15 აგვისტოს დარეგისტრირდა. ამ დროისათვის ცეზარ ჩოჩელი წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ანუ მმართველი ორგანოს უმაღლეს პირს. ამ კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას 2016 წლის 17 აგვისტოს ფინანსური მხარდაჭერის სახით გადაურიცხა 12 145 ლარი.

“ეს გადარიცხვა მოხდა მას შემდეგ, რაც ცეზარ ჩოჩელი უკვე დარეგისტირირებული იყო მაჟორიტარობის კანდიდატად. მსურს მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს, შეისწავლონ ეს ფაქტი და გააკეთონ დასკვნა“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში 29 სკოლა და 21 საბავშვო ბაღია, თუმცა გასული ოთხი წლის განმავლობაში ცეზარ ჩოჩელს და მის კომპანიებს არც ერთი თეთრი არ აქვთ ქველმოქმედების სახით გადარიცხული არც სკოლებში და არც ბაღებში.

„ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს, ბაღებს. თუკი ვინმე სახელმწიფოს გვერდით დაუდგებოდა, უარს ნამდვილად არ ვეტყოდით, მაგრამ ცეზარ ჩოჩელს ქველმოქმედება მცხეთაში მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება, როდესაც ხმების მიღება სურს დეპუტატობისთვის“,-განაცცადა ხუნდაძემ.

ასევე, ხუნდაძის ინფორმაციით, 2015 წელს ახალგორიდან დევნილი ბავშვები მიემგზავრებოდნენ საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში, მათ სამგზავრო თანხაზე დასამატებლად 2000 ლარი თხოვეს ცეზარ ჩოჩელს, მაგრამ უარი მიიღეს.

„ამ ბავშვების გამგზავრება ესპანეთში ჩემი და კულტურის მინისტრის დახმარებით სრულად დაფინანსდა. დევნილმა ბავშვებმა ამ ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღეს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ქველმოქმედებას, კიდევ ერთხელ მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს, გამოიძიონ საგურამოს სკოლის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. რაც შეეხება ჩოჩელის ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებას, მინდა განვაცხადო, რომ მცხეთელები ამით არ მოტყუვდებინა“,-აღნიშნა მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics