|
2016-09-13 13:36:06, 676 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი გორგასლის ქუჩაზე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითხოვს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი დედაქალაქის მერიას და მთაწმინდის გამგეობას მიმართავს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორგასლის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას ითხოვს. ჭიქაშვილის თქმით, მერია და მთაწმინდის გამგეობა დაზარალებულებს მხოლოდ მინიმალურ ქირას უხდის. „ჩემს უკან გაჭირვებული ადამიანები დგანან, რომლებსაც 10 წლის წინ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაენგრათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩის 13 ნომერში, მეორე შესახვევში. აქ მცხოვრები 16 ოჯახის სახლი მიწისძვრამ პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა. ამ ადამიანების პრობლემა ვერც მაშინდელმა და ვერც მოქმედმა მთავრობამ არ და ვერ მოაგვარა. ეს ადამიანები ამ უბანში გაიზარდნენ, აქ ცხოვრობენ , მათი შვილები და შვილიშვილები აქ დადიან სკოლებში. მაშინდელი მერია მხოლოდ ქირის გადახდით შემოიფარგლა, რაც მოქმედმა მთავრობამ გააგრძელა. ქირის თანხმები არის ძალიან მინიმალური. ისმის კითხვა? რა ეშველება ამ ხალხს? როგორ შეიძლება ამ ადამიანების პრობლემა მოგვარდეს? აუშენდებათ თუ არა ამ ადამიანებს სახლი? კონკრეტული პასუხი არავისგან არ ისმის. მთაწმინდის არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური გამგეობის მხრიდან ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანების მისამართით ხმამაღალი საუბარი ისმის, კითხვებს სვამენ, რაღა გავაკეთოთ? რაღა გინდათ? ინვესტორი თქვენ მოიყვანეთ. დააკვირდით დაზარალებული მოსახლეობის სახეებს, ამათგან რომელი ერთი მოუყვანს მათ ინვესტორს, ან რომელი ინვესტორი მოვა, სადაც გვერდით, 5 მეტრში სააკაშვილის მამის ე.წ. ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის მერია და გამგეობა თუ კარგად არ გაიაზრებს რას აკეთებენ, ეს არა დახმარება, არამედ დანაშაული იქნება“,-განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)