|
2016-09-13 11:47:20, 634 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ
“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე, ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გენადი მარგველაშვილთან ერთად, კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, შეხვედრაზე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ხაზი გაესვა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს. „კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ყველა პრობლემა მოგვარდება და გაძლევთ პირობას, რომ თქვენთან ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში. ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გენადი მარგველაშვილს. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომებრს ყველა ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებას, რასაც ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია”, - აღნიშნა კახი კალაძემ. „ქართული ოცნების“ ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გენადი მარგველაშვილის თქმით კი, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება, წარმოადგინოს ქუთაისი საქართველოს პარლამენტში. „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი მზად არის, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად აკეთოს კეთილი საქმეები მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. (NS)
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)