|
2016-09-12 16:41:30, 852 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თვადცავის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ოქროს საწმისი ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია. „მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების კუთხით. მათი ურყევი მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საფარნგეთის თავდაცვის მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა. „აღელვებული ვარ ასეთი პატივით. მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვაცნობიერებ, რომ სამხედრო თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის ამ ჟესტით პატივმიგებულია და არის მომავალი წლების სტიმულაცია. არსებულ გამოწვევბთან საბრძოლველად თბილისმა და საფრანგეთმა ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, არ მავიწყდება, რომ იასონი და არგონავტები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის წასაღებად. არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ ლეგენდაში შევალ, მაგრამ ის სამი დღე რაც აქ გავატარე ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება“,-აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)