|
2016-09-12 13:23:55, 1149 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილი უკვე აზრზე არ არის რას ლაპარაკობს
ჩვენი გვქონდა კონსტიტუციური ცვლილელების ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ განახორციელებდა, როდესაც კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავდა, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებდა, რადგან მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნდა. „ჩვენ ივანიშვილის ბრალდებებს პასუხი აღარ უნდა გავცეთ. ბიძინა ივანიშვილი ცრუობს, აზრზე არ არის რას ლაპარაკობს და ამიტომ მას პასუხი სხვამ უნდა გასცეს. ჩვენი გვქონდა კონსტიტუციური ცვლილელების ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ განახორციელებდა, როდესაც კოალიციას საკონსტიტუციო უმრვლესობა არ ყავდა. ეგ კიარა, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტი ვერ გადმოვიტანეთ. საკონსტიტუციო ცვლილებებთან რა შუაშია უსუფაშვილი და ხმალაძე? ეს არის ყალბი ბრალდება“, - აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აკრიტიკებს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, დავით უსუფაშვილს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)