|
2016-08-30 19:31:46, 725 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა
31 აგვისტო-2 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა რესპუბლიკა ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომის მუშაობაში. ასევე დგეგმილია სხვა ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის - ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენა და ბიზნეს-ფორუმი. ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ვიცე-პრემიერი, მიხაილ რუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ასევე ოფიციალური შეხვედრა გაიმართება ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერებს შორის - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდება. 31 აგვისტოს ბელარუსის დელეგაციის წევრები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, გაეცნობიან მის საქმიანობას, დაათვალიერებენ იქ მიმდინარე პროექტებს. ამავე დღეს ბელარუსის დელეგაციის წევრები თბილისში დაესწრებიან მაღაზია „პინკსდრევ“-ის გახსნის ცერემონიას, ასევე იგეგმება ტრაქტორების ამწყობი ქარხნის დათვალიერება. 1-ლ სექტემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული გამოფენა გაიხსნება, იქვე ჩატარდება საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოების ხელმძღვანელი პირები. ამავე დღეს იგეგმება ბელარუსის დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)