|
2016-08-24 12:47:54, 676 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიმოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ.გორში, ვერხვების დასახლებაში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთანშეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა, მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს. „დღეიდან მე ჩემს ქალაქის თითოეულ უბანში მივალ და თითოეული გორელის პრობლემას გავეცნობი. 8 ოქტომბრიდან, ჩვენ ერთად დავიწყებთ ჩვენიქალაქის უკეთესი ცხოვრების შექნას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ქალაქის განვითარება, რადგან მე ამ ქალაქში დავიბადე. მე ვიქნები გარანტიახალი ქალაქისა და უკეთესი მომავლის შენების."- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)