13:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:43:59, 543 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციის საკითზე თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება.

ჯანელიძის თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია და მას უნდა დაელოდონ:

„შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტს გაერკვეული თავისი შეხედულებები ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი. აქ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცედურები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. აგვისტოში ისვენებს, როგორც ევროპარლამენტი, ასევე შესაბამისი სტრუქტურები. მანამდე განხილვები ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიიღეს შესაბამისმა კომიტეტებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ასეევ განხილვა მოხდა ლიბრეს კომიტეტში, რომელიც ძირითადი კომიტეტია გადაწყვეტილების მიმრები. ველოდებით, რომ ლიბრეს კომიტეტი სექტემბრის დასაწყისში კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით და შემდეგ დაიწყება ის პროცედურები, რმოელიც განსაზღვრულია და გულისხმობს პარლამენტისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების დიალოგს. ამის შემდეგ ასევე საჭიროა პლენარულ სესიაზე ამ საკითხუის კენჭისყრა“,- განაცხადა ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი Twitter -ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს.

იოზვაკის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდება.

„ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი - 2017 წლის 1-ელი იანვრიდან“, - წერს იოზვაკი.

შეგახსენებთ,  მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე, ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებდნენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics