|
2016-08-24 12:40:04, 637 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისთვისაა საჭირო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაბურა. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოსადმი ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მეოთხე ვიზიტია, რაც იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. ნაკის ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკის განვითარების თვალსაზირისით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის კომპონენტებს. ჩვენ ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპლემენტაციის გზებს იმ ნაბიჯების და გადაწყვეტილებებისა, რომელიც მიღებულ იქნა ვარშავის სამიტზე. იქ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მკაფიოდ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობა. ასევე დაფიქსირდა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განვითარების თვალსაზრისით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატოში ინტეგრაცციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. დღეს გაგვაჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატოში ინტეგრაციისთვის. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვიყენებთ. ნაკის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ. ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, სპეციალური პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიეერბის თვალსაზრისით. ეს არის ახალი გრაფიკული გზები, რომელიც მიმარტულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგიც ეწევვა საქართველოს“,- განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)