|
2016-08-24 12:38:06, 616 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ამ ეტაპზე იტალიაში დაღუპულთა, ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ჯანელიძემ მომხდარის გამო, იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ დასახმარებლად მზად არიან: “პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო იტალიის მოქალაქეებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია. საკმაოდ დიდი ზარალია. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ აქტიურ კონტაქტზე შესაბამის სამსახურებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები დაღუპულთა, ან დაშავებულთა შორის არ არიან. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია. ასევე აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ რაიმე დახმარება ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)