|
2016-08-24 09:46:43, 626 ნახვა
პოლიტიკა
7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იგეგმება
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 7-8 სექტემბერს საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იგეგმება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გნაცხადა, აღნიშნული ნატოს მხრიდან საქართცველოსადმი მხარდაჭერის დადასტურებაა. „7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა. საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია განხილული იქნას ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის, ანუ, დანერგვის განხორციელების საკითხები და ვფიქრობთ, რომ სამხედრო რეფორმების გარდა, რა თქმა უნდა, იქნება განხილული ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. გახლავთ უმაღლესი ორგანო, რმოელიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ღებულობს გადაწყვეტილებებს. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს. ეს უკვე მეოთხე ვიზიტია, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერის დადასტურებაა მთელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)