|
2016-08-23 16:23:31, 659 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული ინიციატივის ჩაშლაში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული ინიციატივის ჩაშლაში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს. როგორც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატებს, რომლებიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები არიან ისტერიულ, პანიკურ შიშში არიან უბლოკო სტატუსის იდეაზე. “ის, რომ მეორედ ჩავარდა საკითხი დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ფაქტია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს ამას. დეპუტატებს, რომლებიც წევრები არიან კომიტეტის პრაქტიკულად ისტერიულ პანიკურ შიშში არიან იმ იდეასთან დაკავშირებით, რომელიც უბლოკო სტატუსს გულისხმობს, რადგან ის საზოგადოებაში ძალიან პოპულარული იდეაა”, - განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, სრულიად გაუგებარი, არაადეკვატური ხერხით ცდილობენ ხელი შეუშალონ უბრალო ბლანკის გაცემას, რომ ხელმოწერების შეგროვების დაწყება შესაძლებელი იყოს. „ისინი ვერც კი იაზრებენ იმას, რომ ამით თემას, რომლისაც ასე ეშინიათ პოპულარიზაციას უწევენ თავადვე. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ და მოვძებნით სამართლიან ბერკეტებს”, - განაცხადა ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)