|
2016-08-23 15:31:10, 645 ნახვა
პოლიტიკა
კვორუმის უქონლობის გამო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის უქონლობა გახდა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის მისვლა იყო საჭირო. როგორც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა. შეგახსენებთ, რომ საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტს დღესვე დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელა. ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე რამდენიმე დღის წინ უნდა ემსჯელა, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მაშინაც კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)