|
2016-08-23 14:07:10, 701 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მთავარია, გამოძიებამ უპასუხოს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან
რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჭიროა საზოგადოებამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან და დაელოდოს გამოძიებას. ”ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა. რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან. მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ სამალავები აღმოაჩინეს და მზადდებოდა ტერორისტული აქტები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო წინასწარი მზადება აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რაც მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს უუნარობა და სუვერენიტეტის გაუკონტროლება. ახლა საჭიროა მთელი სპეცსამსახურები გადართულები იყვნენ, რომ გამოავლინონ, ვინ იდგა დანაშაულის უკან. საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს კარგი სპეციალისტები ჰყავს და შეუძლია რეგიონში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კარგი თანამშრომლობა. თუმცა ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდნენ’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)