|
2016-08-23 13:07:59, 1015 ნახვა
პოლიტიკა
იოზვაკი: ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს
ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს, - ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი Twitter -ის საკუთარ გვერდზე წერს. იოზვაკის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდება. „ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი - 2017 წლის 1-ელი იანვრიდან“, - წერს იოზვაკი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის სტრუქტურები შემოდგომაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)