|
2016-08-23 12:05:37, 690 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება არა მხოლოდ ხელისულების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც
ამომრჩევლის მოსყიდვა ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა საარჩევნოდ და ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება არა მხოლოდ ხელისულების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშშია ნათქვამი. ცნობისთვის, ანგარიში ედიის წარმომადგენლებს დღეს ორგანიზაციის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ და იურისტმა ნინო რიჟამაძემ წარუდგინეს. "ექსპრესნიუსსი" ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: ”საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების -2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -3, უფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის -4, ადმინისტრაციული რესურსუს გამოყენების - 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 4, სიძულვილის ენის გამოყენების - 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების - 7 და საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა, ხოლო სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, - განაცხადა ბენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)