|
2016-08-22 16:05:39, 824 ნახვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსმა" კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა კიდევ სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიის თავმჯდომარემ, დავით თარხან მოურავმა და გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს წალენჯიხის, ხობის და თბილისში- ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნეს. ხობის რაიონში გამარჯვებისთვის ბესო ლაგვილავა იბრძოლებს, წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ფარცვანია იქნება, ხოლო თბილისში, ისნის რაიონის საარჩევნო ოლქში „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით კენჭს ირაკლი ლატარია იყრის. “საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში, ვაზისუბანში და მერვე ლეგიონში არსებობს ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც დღემდე დარჩენილია ბიუჯეტში შეტანილი, რომელიც გაწერილი გვაქვს და ძალიან მალე მოგახსენებთ. მე მაქვს იმედი რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ლატარიამ. „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას, ქვეყნის მასშტაბით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)