|
2016-08-22 16:00:31, 857 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია სენაკში სტიქიით დაზარალებულ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. „სენაკის სამხედრო დასახლებაში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული სახლების აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ გუბერნატორი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. დაზიანებულია 3 კორპუსი, რომლებსაც სტიქიამ სახურავი გადახადა, ამათგან უკვე გადახურულია 2. დარჩენილია ტექნიკური დეტალები, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 10 დღეში, ეს ორი კორპუსი დასრულდება. მესამე კორპუსი ნახევრად გადახურულია, ისიც რამდენიმე ხანში დასრულდება, შემდეგ კი გეგმიურად წარიმართება დანარჩენი სამუშაოები, რომელიც კორპუსების სრულყოფილი აღდგენისთვისაა გათვალისწინებული. ამ სამუშაოების გამხორციელებისთვის სერიოზული სახსრები გამოყო დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. გადაწყდება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება. წლების მანძილზე ამ სახლების სარდაფებს წყალი აქვს შეყენებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შენობებს და მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საფუძვლიანად კეთდება ყველაფერი. მახარებს ის, რომ სამხედრო დასახლების მცხოვრებლები კმაყოფილები არიან შესრულებული სამუშაოების ხარისხით. რამდენიმე ხანში შეიცვლება ვითარება, აღმოიფხვრება სტიქიით მიყენებული ზარალი და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი “, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. (NS)
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)