10:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 13:18:47, 728 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს

დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს, რათა მომავალი 4 წელიწადი საქართველოსთვის ისტორიული გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.  

როგორც პრემიერმა განმარტა, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში.

სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის მათ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ძალიან ბევრი საქმე კეთდება ნინოწმინდაში, მათ შორის ნინოწმინდა–ბავრას გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ხორციელდება ირიგაციის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ასევე სხვადასხვა სოფლების გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და დაფარავს სხვა სოფლებსაც", - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სიმდიდრეს სწორედ მისი მრავალეროვნება წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics