|
2015-03-09 14:57:18, 778 ნახვა
საზოგადოება
ქართული ასეული
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს 31-ე ბატალიონის ასეულს ვაცილებთ, რომელიც ჩვენს კონტინგენტს შეუერთდება. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ 53-ე ბატალიონი სამშობლოში სრულად არ დაბრუნდება. მინდა აღვნიშნო, ამ ასეულის და ზოგადად, 31-ე ბატალიონის მომზადების პროცესი, რომელიც ქვედანაყოფმა საქართველოსა და გერმანიაში გაიარა. ნატოს სამხედრო ინსტრუქტორებისგან და ხელმძღვანელობისგან გვაქვს შეფასება, რომ ეს ბატალიონი საუკეთესოს და ავღანეთში მისიის შესასრულებლად მზად არის. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროები ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ჩვენი სამხედროების დამოკიდებულებაზე მეტყყველებს როგორც სამხედრო სამსახურის, ასევე შესასრულებელი მისიის მიმართ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და შეიარაღებული ძალების ხელმძრვანელი პირები დაესრწნენ. საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, 31-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული 6 თვის ვადით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)