21:57 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 18:57:56, 843 ნახვა

საზოგადოება
სამტრედიაში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 2 დაპირისპირება მოხდა

სამტრედიაში, პოლიციის განყოფილებასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე, სადაც სამტრედიაში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრები მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და აღნიშნეს, რომ ძალადობრივი სისიტემა სწორედ მათი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა.

პოლიციის შენობასთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც. როგორც გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი თვითმკვლელობაში დამნაშვე პოლიციელის უკმაცრესად დასჯას ითხოვენ.

ამასთან, კიდევ ერთი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და  სამართალდამცველებს შორის მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიცის მანქანებისთვის საღებავების შესხმა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics