|
2016-08-20 16:42:07, 661 ნახვა
საზოგადოება
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა თურქული ხომალდის საშუალებით გრძელდება
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სასაზღვრო ძალების მეორე სამძებრო-სამაშველო ხომალდი Minehunter შემოვიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან, იასინ თემიზქანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ხომალდის ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმა მოისმინა და დილის 7 საათზე სამძებრო ღონისძიებაში უშუალოდ ჩაერთო. 4-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მშობლებს და ნათესვებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს სულ მცირე სამი დღის განმავლობაში გააგრძელებს. მინისტრის თქმით, თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ შედეგი არ იქნება სამძებრო ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება. „მე გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს. არის ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი და პროფესიონალები თავიანთი საქმის. ხომალდი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიების აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. მზაობა არის ძალიან დიდი. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული შედეგი არ იქნება სამძებრო სამუშაოები გახანგრძლივდება“ - განაცხადა თავაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მშობლებს პირადად გაესაუბრა. ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამძებრო ღონისძიების პროცესების გაცნობა ადგილზე სთხოვა. ლევან იზორიამ ვლადიმერ შარაძეს სამძებრო სამუშაოებზე დაკვირვება, უშუალოდ სამძებრო-სამაშველო ხომალდზე დაპირდა. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ 16 აგვისტოს, შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)