2016-08-20 11:21:54, 649 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში 29 აგვისტოს ჯგუფი
პოპულარული რუსული ჯგუფი "Звери" საქართველოში პირველად ჩამოდის. კოლექტივის სოლო-კონცერტი ბათუმში 29 აგვისტოს გაიმართება.
რუსი მუსიკოსები ბათუმელებისა და სტუმრებისთვის ბათუმის კორტებზე იმღერებენ. სამსაათიანი კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფ "Звери"-ს კონცერტის ორგანიზატორია ქართული კომპანია GTS Group. ბათუმში "Звери" თავის მუსიკალურ პროგრამას "The Best" შეასრულებენ, რომელშიც კოლექტივის როგორც ძველი ჰიტები შედის, ასევე ბოლო ალბომის "Страха нет" რამდენიმე კომპოზიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან