2016-08-19 18:01:42, 850 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა.
57 კგ. წონით კატეგორიაში მიჭიდავე ხინჩეგაშვილმა 1/8 ფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
მეოთხედფინალში, ის აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან