23:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 11:48:36, 564 ნახვა

საზოგადოება
Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით მოემსახურება.

როგორც "ექსპრესნიუსს" „საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, მატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 10:25 საათზე გავა და ურეკში 5 საათზე ნაკლებ დროში ჩავა.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მატარებელი თბილისში ღამის 02:00 საათზე დაბრუნდება. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

Scorpions-ის კონცერტისთვის Black Sea Arena-ზე სცენის კონსტრუქცია მთლიანად შეიცვალა. 

არენას მენეჯერის დიმიტრი ბერიძის თქმით, ჯგუფის წერვების მოთხოვნით, სცენა მაყურებლებში ღრმად იჭრება.

"კონცერტი ძალიან დინამიური იქნება, როცა შოუს მონახაზი და სცენის ფორმა გავიგეთ, უკვე ნათელი იყო, როგორ შოუს ვნახავათ არენაზე. ყველა ჯგუფის წევრს ინდივიდუალური აქტივობები აქვს და ძალიან დინამიური პროგრამაა", - განაცხადა ბერიძემ. 

ცნობისთვის, Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics