|
2016-08-18 21:15:57, 764 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია ორი სამხედროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში, თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად ჩაერთვება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ გონიოში დაბრუნდება და თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა- გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მინისტრი ადგილზე მობილიზებულ პირად შემადგენლობასთან მორიგ ოპერატიულ თათბირს ჩაატარებს და სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დამატებით დეტალებს გაეცნობა. თავდაცვის მინისტრი ადგილზე დახვდება თურქულ ხომალდს და ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმას მოისმენს, რის შემდეგაც მათთან ერთად გავა ზღვაში და სამძებრო ღონისძიებაში უკვე პირადად ჩაერთვება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9 კაციანი ეკიპაჟით. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი. შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)