23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 20:17:32, 850 ნახვა

საზოგადოება
კომპანია "სვეტი" მედალოსან ოლიმპიელებს ბინებს გადასცემს

სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ ქართველ ოლიმპიელებს საჩუქრად ბინები გადასცა. 

"ვულოცავთ ჩვენს სახელოვან ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მოპოვებას. მას ჩვენი კომპანიისგან „ოლიმპიური ოქროს მედალი - ერთი ბინა ოლიმპიურ ქალაქში“ აქციის ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა ბინა ბათუმში, ,,სვეტის“ მშენებარე კომპლექსში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც გუშინ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ჩვენმა კომპანიამ უკვე გადასცა საჩუქრად ბინები „სვეტის“ ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, როგორც ლიცენზიანტებს აჭარის რეგიონიდან." - ნათქვამია კომპანია "სვეტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და ორჭიდში 273 კგ-ს აწევა შეძლო. ქართველი ძალოსნების მთავარი კონკურენტი, ირანელო ბეჰდად სალიმი შეჯიბრებას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ შეხვედრაში იაპოელ ტომოჰირო ინუეს შეხვდა და მეტოქეს 1:0 სძლია. ახალგაზრდა სპორტსმენმა ასპარეზობა ფინელ სეპო ვაელიმაეკის ძლევით დაიწყო, შემდეგ ირანელ ჰაჯი ნოოროზის აჯობა, 1/2-ფინალში კი სერბ დავორ სტეფანეკთან დამარცხდა. 22 წლის ქართველი მოჭიდავისთვის რიოს ოლიმპიადაზე დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics