21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 14:24:10, 687 ნახვა

საზოგადოება
მერიის გამწვანების სამსახური: შესაძლოა, ყაზბეგის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  აცხადებს, რომ შესაძლოა, ყაზბეგის გამზირზე ჯანსაღი ხეებია მოჭრილი.

სულხანიშვილის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილებით დოკუმენტები შესასწვალად პროკურატურას გადაეგზავნება და ამის შემდეგ იქნება კონკრეტული პასუხი თუ რატომ მოხდა საღი ხეების მოჭრა.

 „ყაზბეგის გამზირზე კომპანია თავის კერძო ნაკვეთზე გარკვეული სახის სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ ჩვენთან, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, განცხადება შემოიტანა. ჩვენ კანონის შესაბამისად ვთხოვეთ, რომ უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი დასკვნა უნდა მოეტანათ თუ რომელი ხე შეიძლებოდა მოჭრილიყო. მათ კომპანია „ფეროსეტის“ მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგინეს და ამის საფუძველზე 45 ხე არ არის საღი და ისინი შეიძლება მოიჭრას. შესაბამისად, ჩვენ გავეცით ნებართვა გამხმარი ეების მოჭრაზე. რეალურად, როდესაც ადგილზე მივედით იკვეთება, რომ იქ საღი ხეებიცაა მოჭრილი. მერიამ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტები შესასწვლად პროკურატურას გადაეგზავნოს. მოკვლევის შემდეგ კონკრეტული პასუხი გვექნება. მერიის მხრიდან ნებართვა კანონიერად არის გაცემული“, - აცხადებს სულხანიშვილი.

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით კი საღი ხეების მოჭრა ნინო სულხანიშვილს ბრალია და სწორედ მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული იმ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ ყაზბეგის გამზირზე 45 ხე მოჭრა.

 „შესაძლოა, მერიის დასკვნა კანონიერი იყოს და ქვეკონტრაქტორმა გასცა დასკვნა, რომ ეს ხეები ავარიულია. ეს მიუთითებს, რომ კანონი არასწორია მერია პასუხს არ აგებს რანაირი ქვეკონტრაქტორი ყავს და დასკვნაში რა წერია. როდესაც 60-ზე მეტი ხის მოჭრის უფლებას გასცემ, ექსპერტიზის ხარისხს არ აკონტროლებენ, ეს სერიოზული დარღვევაა. გარდა ამისა, ხეების მოჭრის შემდეგ, მერიის მხრიდან, ჯერაც არ არის ექსპერტის პასუხი და პროკურატურაში მასალები არ გაუგზავნიათ. მას სინჯებიც არ აუღიათ და ინვესტორს შეუძლია, დღესვე გაიტანოს ეს ხეები. ჩვენ უკვე გავგზავნეთ პროკურატურაში მოთხოვნა, რომ ამაზე გამოძიება მოხდეს. მერიას სურს, ინვესტორს შეაწმინდოს ხელი და ეს მერიის დანაშაულებრივი ქმედებაა. ხეების მოჭრის თაობაზე გაცემულ ნებართვაზე ნინო სულხანიშვილმა მოაწერა ხელი და მას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ახლა ნინო სულხანიშვილი გაერკვეს თუ რამ გმოაოიწვია ჯანსაღი ხეების მოჭრა. გარდა ამისა, არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვაც კი ა აქვს გაცემული და იბადება კითხვა - რატომ იჭრება საერთოდ ხეები თუ ასეთი ნებართვა არ არსებობს“, - აცხადებს ნატა ფერაძე, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს შიმშილობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics