21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 13:18:36, 699 ნახვა

საზოგადოება
ავერსი: ინფექციური საავადმყოფოს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ავერსი რემონტის საშუალებას არ აძლევთ, სიცრუეა

ავერსი  ინფექციური საავადმყოფოს მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის გაკეთების და აპარატურის განთავსების საშუალებას, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"ყაზბეგის გამზ. N16 არსებული უძრავი ქონება (მიწა და შენობები) ავერსმა შეიძინა 2009 წლის 25 დეკემბერს ღია აუქციონზე. იქ არსებულ ორ სახელმწიფო კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 2011 წლის 25 დეკემბრამდე, მაგრამ მათი გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. 
2014 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით და სეფსისის ცენტრის კოლექტივის თანხმობით მოხდა სეფსისის ცენტრის პრივატიზება ავერსის მიერ. ამის შემდეგ ავერსი ახორციელებს 14 მილიონი ლარის ინვესტიციას სეფსისის ცენტრში და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა მსოფლიო დონის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით. 
სწორედ ეს გახდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელების შეშფოთების და გაღიზიანების მიზეზი, რომ სეფსისის ცენტრი გაუწევს მათ კონკურენციას და ვეღარ განაცხადებენ, რომ ერთადერთი და შეუცვლელები არიან ქვეყანაში. 
ინფექციურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და ავერსს შორის იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 01 იანვარს. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ავერსისგან დამოუკიდებელი მიზეზით მხოლოდ 2016 წლის 16 აგვისტოს, ხელმოწერიდან 1 საათში მათ მოაწყვეს აქცია, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის უფლებას. ავერსი ამ უფლებას ვერ მისცემდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. 
აღსანიშნავია, რომ პაციენტებისა და ექიმების ინტერესიდან გამომდინარე ავერსი 5 წელია მოთმინებით ელოდება მისი კუთვნილი ტერიტორიის დაცლას და არც რაიმე სახის რემონტის წინააღმდეგია, ხოლო აპარატურის განთავსებასთან ავერსს საერთოდ კავშირი არ აქვს. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ინფექციური საავადმყოფოს 16 და17 აგვისტოს გამართული აქცია.

ავერსი ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას, აქციას და გაფიცვას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა არის დესტრუქციული და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, შეიცავს რა შანტაჟის ელემენტებს. ჩვენი აზრით ალტერნატივა დიალოგს და საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას არ აქვს, როგორც აღვნიშნეთ 2 დღეა გაფორმდა ხელშეკრულება, შესაბამისად ყველა საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა",-ნათქვამია "ავერსის" განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics