21:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 13:01:44, 620 ნახვა

საზოგადოება
ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთი აქტიურად ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის საზღვაო ძალების მცურავი საშუალება, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხვალ დილით შემოვა. 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით გუშინვე შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო. 

ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ დილით, გონიოში ჩასვლამდე აწარმოა, რის შემდეგაც თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური დაუყონებლივ ჩაერთო სამუშაოებში. 

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics