|
2016-08-18 11:31:19, 650 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE გაიმართა
საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის" ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი 'LIFE N შთYLE ' დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას. ფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეაში ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტატო ახალკაციშვილის, მარი ათანელის, უტა ბექაიას, ალექს ბერდიშევის, მაია სუმბაძის, მურთაზშველიძის, მამუკა ცეცხლაძის, ნიკო ცეცხლაძის, კოკა ცხვედიანის, გურამ წიბახაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, გეგა პაქსაშვილის და სხვა ცნობილი არტისტების ნამუშევრები. ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას. ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისბელი აქციები, მათი მოზიდვა და ჩართვა. საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება. გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება ბათუმის ქუჩებშიც. კოლექცია დაიბეჭდა დიდ ფორმატებზე და ის ინტეგრირებული იქნება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, სახოვრებელ და გასართობ სივრცეებში. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის საუკეთესო კოლექცია შემდგომში მოივლის თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს, ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში. „ფესტივალის სახელწოდება LIFE- N- შთYLE" მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე - მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, გვინდა ხელი შევუწყოთ, თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერებთან ინტეგრაციას, ეს ფესტივალის ერთ-ერთი მისიაა," - ამბობს ნანა ყირმელაშვილი, ასოციაცია „არტკავკასიის" ხელმძღვანელი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)