15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 18:47:54, 430 ნახვა

საზოგადოება
იტალურმა კაფე „ჩი გუსტა“–მ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს უმასპინძლა

ქალთა დღეს, იტალიურმა კაფე „ჩი გუსტა“–მ  სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ,  ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და მათ შვილებს უმასპინძლა. 

ღონისძიება „ბიბლუს გალერი“–ს  ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილე ძალადობის მსხვერპლი  ქალბატონები კი,  თბილისისა და გორის ბენეფიციარები იყვნენ. 

„ეს არის ბიბლუსის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი ამ ქალბატონებს და განსაკუთრებით 8 მარტს ვაგრძნობინოთ,რომ ისინი დაფასებულ ქალებად გრძნობდნენ თავს. ვფიქრობ, სასიამოვნო საღამო გამოვიდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები „ბიბლუს გალერი“–ში  ხშირად გაიმართება“, – განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა დგებუაძემ. 

ღონისძიებაზე წამახალისებელი კულინარიული კონკურსი გაიმართა, სადაც მამაკაცმაც მიიღო მონაწილეობა და ქალბატონებს კერძი მოუმზადა. საღამო  მუსიკოსმა ნინო ბაშარულმა გააფორმა.  ღონისძიების დასარულს, კი ბენეფიციარებს  სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. 

„დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ესენი არიან ქალბატონები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა, რადგან ისინი შეიძლება ითქვას, კონკრეტულ მომენტში ძალიან დაჩაგრულები არიან.  მსგავსი ტიპის აქციები, რომლებიც მათ აგრძნობინებთ, რომ საზოგადოება მათ გვერდით არის, საზოგადოება მათ პრობლემას აცნობიერებს და აიგივებს საკუთარ თავთან, მათთვის კიდევ ერთი დიდი სტიმული იქნება, რათა  უფრო მეტად მოიკრიბონ საკუთარ თავში ძალა და წინ აღუდგნენ ძალადობას, ხელახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პიარ მენეჯერმა ქეთი ბეროშვილმა. 

ამ ეტაპზე თბილისსა და გორში მთლიანობაში, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი დაახლოებით 40 ბენეფიციარია. 

ერთ–ერთმა მათგანმა, ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს მოუწოდა, „საკუთარ თავში მოძებნონ ძალა“ და ძალადობას არ შეეგუონ.  

 „დიდ მადლობას ვუხდით ბიბლუსს. თითოეულ ადამიანს მადლობა,  ვინც დღევანდელი დღე გაგვილამაზა. ყველა ქალმა, თავიანთ თავში უნდა მოძებნოს ძალა, რომლითაც შეძლებენ, რომ ცხოვრება გააგრძელონ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუონ ძალადობას, რადგან ეს დაუშვებელია“, – ამბობს ერთ–ერთი ბენეფიციარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics