|
2015-03-08 12:18:41, 343 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ავსტრიელი ექსპერტი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ავსტრიელი ექსპერტი მედიაციის საკითხებში მიჰაელ კოენინგსჰოფერი ეწვია. ვიზიტი ევროკავშირის პროექტის “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” დახმარებით შედგა. მიჰაელ კოენინგსჰოფერი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების მიმართულებით. 8 მარტს მედიაციის სახლში ექსპერტმა სამუშაო შეხვედრა გამართა პრაქტიკოს მედიატორებთან. სტუმარმა საკუთარი პრაქტიკიდან განსაკუთრებით რთული და საინტერესო საქმეები ქართველ კოლეგებს გააცნო; ასევე, გაუზიარა ის გამოცდილებაც, თუ როგორ დაძლიეს მედიაციის სფეროში არსებული პრობლემები ავსტრიაში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შიდა კონსულტაციები დანაშაულის პრევენციის ცენტრთან სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების საკითხებზე. მიჰაელი შეისწავლის საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმდინარეობას, არსებულ მდგომარეობას, მოისმენს ცენტრის მოსაზრებებს და მოამზადებს რეკომენდაციებს ამ სფეროს განვითრების მიმართულებით. ასევე, დაგეგმილია სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ახალი ქვეჯგუფის პირველი შეხვედრის გამართვაც, რომელიც იმუშავებს სისხლის სამართალში მედიაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე. მიჰაელ კოენინგსჰოფერი 30 წელია ავსტრიაში მედიაციის სფეროში მუშაობს; არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავსტრიაში მედიაციის ცენტრის, მუშაობდა პრაქტიკოს მედიატორად. როგორც ცნობილია, საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯმენტს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2012 წლიდან ახორციელებს.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)