2016-08-09 13:06:23, 737 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა ოთარ დანელია დალოცა და წარმატებები უსურვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დალოცა, ჯვარი უსახსოვრა და წარმატებები უსურვა.
ილია ΙΙ ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა. ოთარ დანელიამ კათოლილოს-პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციასა და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან