|
2016-08-09 10:39:10, 1034 ნახვა
საზოგადოება
„სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის „ინტერნეტ ასისტენტი“ და „ანტივირუსის მომსახურება“ დაინერგა
„სილქნეტის“ ქსელში ჩართული აბონენტები „ინტერნეტ ასისტენტისა“ და „ანტივირუსის მომსახურებით“ სარგებლობენ, რაც მათი კომპიუტერების დაცულობას და სხვადასხვა ხარვეზის გამოვლენას უზრუნველყოფს. „ინტერნეტ ასისტენტი“ სილქნეტის სპეციალისტებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნეს. ესაა პროგრამა, რომელიც DSL სერვისის მომხმარებლებს აბონენტის მხარეს წარმოქმნილი პრობლემების დიაგნოსტიკის და ავტომატურ რეჟიმში მისი აღმოფხვრის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს: • ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებას (Speed Test); • ქსელის ადაფტერების კონფიგურაციას (როგორც Wired , ისე Wireless); • პროგრამა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომის ხელისშემშლელი უამრავი ფაქტორის აღმოფხვრას; • საჭიროების შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს მოდემის გამართვას და გადატვირთვას; • ასევე აწვდის მომხმარებელს დეტალური ინფორმაციას ხარვეზის თაობაზე; „ინტერნეტ ასისტენტი“ სილქნეტის საიტზეა განთავსებული და მისი გადმოწერა უფასოა. http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=40&s=content&id=12 ჩამოტვირთვის და გაშვების შემდეგ პროგრამა მომხმარებლის კომპიუტერში განთავსდება და ინტერნეტის გათიშვის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერად შეატყობინებს აბონენტს პრობლემის დეტალებს, ასევე შეეცდება აღმოფხვრას ხარვეზი. „ინტერნეტ ასისტენტი“ სამ ენაზე (ქართული/ინგლისური/რუსული) აწვდის აბონენტს საჭირო ინფორმაციას და ინსტრუქციას. პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემისთვის: Windows XP SP2 და მომდევნო ვერსიებისთვის. DSL სერვისის გარდა, „ინტერნეტ ასისტენტი“ უზრუნველყოფს SilkTV სერვისზე წარმოშობილი რიგი პრობლემის აღმოფხვრას. ანტივირუსის მომსახურება კომპიუტერის მუშაობას ხშირად აფერხებს „ვირუსის“ არსებობა, რომელსაც შეუძლია მომხმარებლისგან დამოუკიდებლად გააგზავნოს სპამი, გააქტიუროს უცნობი პროგრამა, დააზიანოს მონაცემთა ბაზა. ამისგან თავის დასაცავ ეფექტურ ბარიერს კი მუდმივად განახლებადი ანტივირუსული პროგრამები წარმოადგენენ. კომპანია სილქნეტი მომხმარებლებს ESET NOD32 და Kaspersky-ის ლიცენზირებულ ვერსიებს სთავაზობს, რომლებიც ქსელში ჩართული კომპიუტერების ინტერნეტ საფრთხეებისგან მუდმივ დაცვას უზრუნველყოფენ. მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ანტივირუსული პროგრამების შერჩევასა და ჩამოტვირთვას სილქნეტის ვებგვერდიდან შეძლებთ. http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=240&s=content&id=134 ESET NOD32 ეს არის ხარისხიანი და საიმედო პროდუქტი, რომელიც გთავაზობთ ანტივივირუსული ბაზის სისტემურ განახლებებს და კომპანია ESET-ის უფასო, 24 საათიან პროფესიულ ტექნიკურ დახმარებას. ESET NOD32 -ის ლიცენზია ვრცელდება 3 კომპიუტერზე და მოიცავს: • ანტივირუსს • ანტიჯაშუშს • ანტისპამს • პერსონალურ ფაირვოლს • მშობლის კონტროლს • USB კონტროლს ვებგვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ პროგრამის 2 პაკეტიდან ერთერთი, - ESET NOD32 Antivirus 5 (3 PC) ან ESET NOD32 Smart Security (3 PC), რომლებიც ერთმანეთისგან პირობებითა და ღირებულებით განსხვავდებიან. http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=241&s=antiviruses_packets&antivirus_id=2 Kaspersky Windows®, Android™, Mac OS და Ios პლატფორმების დაცვისთვის კი სილქნეტმა მომხმარებელს Kaspersky -ს ერთიანი კომპლექსური გადაწყვეტილება შესთავაზა. • ნებისმიერი სახის მოწყობილობების დაცვის მარტივი საშუალება; • ნებისმიერი სახის ინტერნეტ საფრთხის ბლოკირება; • უსაფრთხო ონლაინ გადახდები; • დაცვა ინტერნეტითა და SMS-ით კომუნიკაციისას; • მშობელთა კონტროლი; პროგრამა მათთვისაა, ვინც ხშირად იყენებს ინტერნეტ-ბანკინგს, მუშაობს ქსელში, იძენს პროდუქტს საიტებიდან ან ონლაინ თამაშების მოყვარულია. ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთი, ისე ორი კომპიუტერისათვის განკუთვნილი პაკეტები. http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=241&s=antiviruses_packets&antivirus_id=6 ამდენად, სილქნეტის ანტივირუსის პროგრამები სრულად იცავენ პირად და საქმიან ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის კომპიუტერში ინახება. ასევე უზრუნველყოფენ იმ საფრთხეების გამოვლენას, რომელიც ციფრულმა მიერთებამ (მყარი დისკი, USB მეხსიერების ბარათი) შესაძლოა გამოიწვიოს. ეს კი, ინტერნეტ სივრცეში მუშაობას თქვენთვის უფრო მეტად უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის.
(NS)
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)