15:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 19:32:30, 906 ნახვა

საზოგადოება
საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათით განისაზღვრა

მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც 2016 წლის 10 აგვისტოდან შედის ძალაში, საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა  დღე-ღამის განმავლობაში 12 საათით განისაზღვრა.

კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა იმ საეთერო (გავრცელების ტექნოლოგია - ციფრული მიწისზედა სატელევიზო ქსელი) ტელევიზიების ავტორიზაციების მოდიფიცირების აუცილებლობა გამოიწვია, რომელთაც ავტორიზაციის დეკლარაციებშიც დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლები ჰქონდათ მითითებული.
 
ეს მაუწყებლებია:
 
1.      შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია - ავტორიზაციის № BR-261;
2.      შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი - ავტორიზაციის № BR-229;
3.      შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში - ავტორიზაციის № BR-29;
4.      შპს ეკომი - ავტორიზაციის № BR-269;
5.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე - ავტორიზაციის №BR-5014;
6.      შპს იმპერია - ავტორიზაციის №BR-280;
7.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა - ავტორიზაციის № BR-1208;
8.      შპს კოლხეთი 89 - ავტორიზაციის №BR-1209;
9.      შპს მარნეული ტვ - ავტორიზაციის № BR-1018;
10.  შპს პალიტრა TV - ავტორიზაციის №BR-1028;
11.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა - ავტორიზაციის №BR-1163;
12.  შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი - ავტორიზაციის №BR-359;
13.  შპს სამაუწყებლო კომპანია "იმერვიზია" - ავტორიზაციის № BR-282;
14.  შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი - ავტორიზაციის № BR-1141;
15.  სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი - ავტორიზაციის № BR-1275;
16.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი - ავტორიზაციის № BR-983;
17.  შპს ტელეარხი 25 - ავტორიზაციის №BR-289;
18.  შპს ტელეკომპანია "გურჯაანი" - ავტორიზაციის №BR-223;
19.  შპს ტელეკომპანია "დია" - ავტორიზაციის №BR-251;
20.  შპს ტელეკომპანია "თანამგზავრი" - ავტორიზაციის №BR-242;
21.  შპს ტელეკომპანია "კავკასია" - ავტორიზაციის №BR-232;
22.  შპს ტელეკომპანია თბილისი - ავტორიზაციის №BR-281;
23.  შპს ტელეკომპანია მაესტრო - ავტორიზაციის №BR-5000;
24.  შპს ტელეკომპანია ქართული არხი - ავტორიზაციის №BR-998;
25.  შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი - ავტორიზაციის №BR-318;
26.  შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12 - ავტორიზაციის №BR-1162;
27.  შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო - ავტორიზაციის №BR-231;
28.  შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი - ავტორიზაციის №BR-82;
29.  შპს ომეგა -ავტორიზაციის № BR-324;
30.  შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ავტორიზაციის №BR-288.
 
საკითხის განხილვის საჯარო სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 9 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.
 
 
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics